Saturday, 20 November 2021

lovebird

                           განუყრელი

განუყრელი (ლათ. Agapornis) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა .სულ ცნობილია 9 სახეობა მათშორისაა:(მადაგსკარის განუყრელი, ფიშერი, წითელ ლოყიანი, და სხვა.) განუყრელები გავრცელებულები არიან აფრიკაში, საჰარის სამხრეთით, მადაგასკარზე. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებსა და ტყისპირებში, სავანებში, ბუჩქნარიან ნახევარუდაბნოებში, და ქალაქის პარკებშიც კი. ძირითადად იკვებებიან თესლებით,სხვადასხვა ხის კვირტებით,ყვავილებითა და კენკრით.  სხეულის სიგრძე 13–18 (ხშირად 15) სმ. შეადგენს, მასა 25–31 -დან 49–66 გ-მდე. სხეულის  აგებულება: ფრთები მახვილი ბოლო — მოკლე, მომრგვალებული ან საფეხუროვანი, ნისკარტი — ღია რუხი, შავი ან წითელი,ფეხები მუქი. თვალები მცირე ზომის.ველურ შეფერილობაში ძირითადად ჭარბობს მწვანე ფერი (სახეობიდან გამომდინარე). განუყრელი მონოგამი ფრიველი და ცხოვრების განმავლობაში ერთ მეწყვილესთან რჩება. მრავლდებიან წვიმიან სეზონზე დედალი 3–8 კვერცხს დებს; ინკუბაციის პერიოდი 22–25 დღე გრძელდება რის შემდეგაც იჩეკება თვალაუხელელი ბარტყი რომელიც მეექვსე დღიდან იწყებს თვალის გახელას.სრულიად დამოუკიდებელი კი 3 თვიდან ხდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-30 წელი. ტიპიური გალიის ფრინველი.

No comments:

Post a Comment

lovebird

                           განუყრელი განუყრელი  (ლათ.   Agapornis ) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა  ოჯახისა  .სულ ცნობილია 9 სახეობა მათშო...