Saturday, 20 November 2021

lovebird

                           განუყრელი

განუყრელი (ლათ. Agapornis) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა ოჯახისა .სულ ცნობილია 9 სახეობა მათშორისაა:(მადაგსკარის განუყრელი, ფიშერი, წითელ ლოყიანი, და სხვა.) განუყრელები გავრცელებულები არიან აფრიკაში, საჰარის სამხრეთით, მადაგასკარზე. ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებსა და ტყისპირებში, სავანებში, ბუჩქნარიან ნახევარუდაბნოებში, და ქალაქის პარკებშიც კი. ძირითადად იკვებებიან თესლებით,სხვადასხვა ხის კვირტებით,ყვავილებითა და კენკრით.  სხეულის სიგრძე 13–18 (ხშირად 15) სმ. შეადგენს, მასა 25–31 -დან 49–66 გ-მდე. სხეულის  აგებულება: ფრთები მახვილი ბოლო — მოკლე, მომრგვალებული ან საფეხუროვანი, ნისკარტი — ღია რუხი, შავი ან წითელი,ფეხები მუქი. თვალები მცირე ზომის.ველურ შეფერილობაში ძირითადად ჭარბობს მწვანე ფერი (სახეობიდან გამომდინარე). განუყრელი მონოგამი ფრიველი და ცხოვრების განმავლობაში ერთ მეწყვილესთან რჩება. მრავლდებიან წვიმიან სეზონზე დედალი 3–8 კვერცხს დებს; ინკუბაციის პერიოდი 22–25 დღე გრძელდება რის შემდეგაც იჩეკება თვალაუხელელი ბარტყი რომელიც მეექვსე დღიდან იწყებს თვალის გახელას.სრულიად დამოუკიდებელი კი 3 თვიდან ხდება. სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-30 წელი. ტიპიური გალიის ფრინველი.

Sunday, 7 November 2021

turquoisine parakeet

ზურმუხტისებრი თუთიყუში 

ფირუზისფერი თუთიყუში (Neophema pulchella) არის თუთიყუშის სახეობა Neophema- ს გვარში, რომელიც აღმოსავლეთ ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთი ქვინსლენდის, ახალი სამხრეთ უელსის გავლით და ჩრდილო-აღმოსავლეთ ვიქტორიაში ბინადრობს. გვხვდება  ღია ტყეებში სადაც ევკალიპტისა და კალიტრისის ხეებია. ზურმუხტისებრი თუთიყუში ძირითადად ბალახებით და თესლებით იკვებება, ზოგჯერ ყვავილებით, ხილითა და  მწერებით. ზურმუხტისებრი თუთიყუშები გვხვდება წყვილებში ან მცირე ჯგუფად რომლებიც შედგება მშობლებისა და რამდენიმე შთამომავლისგან.  საკვების მიღება ხდება დილიდან ადრე შუადღემდე, საღამოს კი ისვენებენ.  გამრავლება ხდება თბილ თვეებში  აგვისტოდან იანვრამდე დებენ ორიდან ხუთ კერცხამდე იშვიათია რვა კვერცხი. კვერცხებს დებენ ორი-სამი დღის ინტერვალით.  ინკუბაციას სჭირდება 18-დან 21 დღემდე.



lovebird

                           განუყრელი განუყრელი  (ლათ.   Agapornis ) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა  ოჯახისა  .სულ ცნობილია 9 სახეობა მათშო...