Monday, 16 November 2020

rosella

როზელა

 როზელები გვარისაა, რომელიც შედგება ექვსი სახეობისა და ცხრამეტი ქვესახეობისგან.  ზომით 26–37 სმ.  როზელა საშუალო ზომის  გრძელი კუდა თუთიყუშია. როზელები ავსტრალიის  მიმდებარე კუნძულებზე ცხოვრობენ, სადაც ისინი ტყეებსა  და ბაღებში ბინადრობენ.  როზელები უპირატესად იკვებება თესლითა და ხილით, ისინი სიამოვნებას ღებულობენ წყლის გუბეებში დაბანით რაც მათ ბუბულის გასუფთავებასა და ბაქტერიებისგან თავდაცვაში ეხმარება. მათ შეუძლიათ 20 წელზე მეტხანს იცოცხლონ. კვერცხის დადება ხდება სექტემბერსა და ოქტომბერში, დებს 4-5 კვერცხს  ინკუბაციის პერიოდი გრძელდება  19 – დან 23 დღემდე. როზელას ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი მწვანე როზელაა რომლის სიგრძე 37სმ აღწევს 

მწვანე როზელა 




Saturday, 7 November 2020

red-rumped parrot

მგალობელი თუთიუში 

მგალობელი თუთიყუში - ასევე ცნობილი როგორც ბალახის თუთიყუში.ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალიაში.  საშვალო  ზომის თუთიყუშები სიგრძით, დაახლოებით, 28 სმ.მამრის ბუმბული არის ნათელი მწვანე, ყვითელი ფერის ლურჯი ხაზგასმით ფრთებზე და ზურგზე. მდედრის ბუმბული ნაკლებად ფერადი აქვს ღია მწვანე ფრთები და ზურგი.  ისინი ხშირად გვხვდება საგარეუბნო პარკებსა და ბაღებში. მათი მწვანე ბუმბული იმდენად კარგ შენიღბვას იძლევა ბალახებში, რომ მათ დანახვა თითქმის შეუძლებელია დაკვირვების გარეშე. ბუდობენ ხის ფუღუროებში დებენ 3-6 თეთრ კვერცხს, გამრავლება ჩვეულებრივ ხდება გაზაფხულზე (აგვისტოდან იანვრამდე) ინკუბაცია გრძელდება 30 დღე. იკვებებიან ძირითადად ბალახის თესლით,  ფოთლებით, ხილითა და ყვავილებით. ცოცოხლობენ 15-32 წლამდე.

  



lovebird

                           განუყრელი განუყრელი  (ლათ.   Agapornis ) — ფრინველთა გვარი თუთიყუშისებრთა  ოჯახისა  .სულ ცნობილია 9 სახეობა მათშო...